ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა . ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრა კატარში შედგა:
„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კატარის სახელმწიფოს ემირის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები…“ -წერს საგარეო

Discussion about this post