საქართველოში ძვირადღირებული ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად იზრდება .ინფორმაციას BPN საქსტატის უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს ავტოპარკში პრემიუმ და ექსკლუზიური კლასის ავტომობილების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. ქვეყანაში რეგისტრირებული სულ 2 010 195 ავტომობილიდან, რომელთა თითქმის ნახევარი 984 369 ერთეული თბილისზე მოდის, ძვირადღირებული ბრენდების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
• Bentley: 177 ერთეული
• Lamborghini: 127 ერთეული
• Rolls-Royce: 126 ერთეული
• Ferrari: 111 ერთეული
• Aston Martin: 40 ერთეული
• McLaren: 9 ერთეული
• Maybach: 6 ერთეული
• Bugatti: 5 ერთეული
🔻აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ბრენდების ავტომობილების საბაზრო ღირებულება ასობით ათასი დოლარიდან იწყება (მაგალითად, Maybach – 180 000$-დან, Lamborghini – 250 000$-დან), ხოლო შეზღუდული სერიისა და Bugatti-ის მოდელების ფასი 3-6 მილიონ დოლარსაც აჭარბებს

Discussion about this post