კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი ლვოვს ეწვია და უკრაინას მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. დამატებით ასევე კალიფორნიის შტატი უკრაინას 50 საწოლზე გათვლილ საველე ჰოსპიტალს, 1300-ზე მეტ სამედიცინო საწოლს, 20 პორტატულ გენერატორსა და სხვა აუცილებელ სამედიცინო მასალას გადასცემს.
„ეს ომი უკრაინელ ხალხს არ აურჩევია. მათ აირჩიეს თავისუფლება, დემოკრატია და ნათელი მომავალი… მათმა სიმამაცემ თავისუფალი სამყარო შთააგონა და ეს მტკიცე მხარდაჭერით უნდა დაფასდეთ. ხალხი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, არ უნდა ფიქრობდეს, რომ მარტოა. კალიფორნია უკრაინის გვერდითაა!” – თქვა კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომიმ
ლვოვში ვიზიტის ფარგლებში გუბერნატორმა პატივი მიაგო დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას და სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ კალიფორნია უკრაინის ერთგულ და სტაბილურ პარტნიორად რჩება.

Discussion about this post