ქობულეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა . ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა სოფელ ხუცუბნის საავტომობილო გზაზე მოხდა. მათივე ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის კლინიკაში დამატებითი სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს

Discussion about this post