FBI-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა . ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ კიბერშეტევა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ კრიმინალურ საინფორმაციო ბაზაზე განხორციელდა. წყაროების თქმითვე, ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ეროვნულ ცენტრში შეღწევის მეორე შემთხვევაა -სექტემბერში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერების დაჯგუფება ShinyHunters-მა აიღო. მათი სამიზნე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების პირადი მონაცემები იყო

Discussion about this post