TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის პატრიარქ კირილს 80 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის პატრიარქ კირილს 80 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის პატრიარქ კირილს 80 წლის იუბილე მიულოცა . წერილს „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ მოვლენას – თქვენი 80 წლის იუბილეს!
თქვენი პატრიარქობის პერიოდში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური, განმანათლებლობითი და საგანმანათლებლო მსახურება მაღალ დონეზე ავიდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეპარქიების, სასულიერო პირთა, ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობა.
ამ საზეიმო დღეს განსაკუთრებით გვახსენდება თქვენი მრავალწლიანი კეთილი ურთიერთობა აწ განსვენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან. ჩვენი ეკლესიის გარდაცვლილი წინამძღვარი არაერთხელ აღნიშნავდა იმ უდიდეს ძალისხმევას, რომელიც თქვენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ცხოვრების განვითარების საქმეში ჩადეთ. იგი მაღალ შეფასებას აძლევდა თქვენს უცვლელად მტკიცე პოზიციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კანონიკური სტატუსის საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვისაც არსებითია. უდავოა, რომ კვლავ არსებობს რიგი რთული საკითხებისა, რომლებიც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობა ყველგან მრავალრიცხოვან განსაცდელსა და სერიოზულ გამოწვევას აწყდება. ამ რთულ დროს ჩვენს სასოებასა და იმედებს ყოვლადსახიერ უფალზე ვამყარებთ და გულმოდგინედ აღვავლენთ ლოცვებს მთელი კაცობრიობისთვის მშვიდობის მონიჭების, ყოველგვარი მტრობის შეწყვეტის, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი ერთობისათვის.
ყოვლადმოწყალე უფალმა განამტკიცოს ძმური სიყვარულის სული ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის.
თქვენო უწმინდესობავ, კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით!
ლოცვით ვითხოვ ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტესგან, განგიმტკიცოთ სულიერი და ხორციელი ძალები, მოგანიჭოთ დღეგრძელობა და ღვთის მადლმოსილი შეწევნა ქრისტეს ეკლესიის სასიკეთოდ თქვენი მაღალი პირველმღვდელმთავრული მსახურების შემდგომი აღსრულებისათვის!
შიო III,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.”

შეგახსენებთ, რუსეთის პატრიარქი კირილი არც ილია II-ს მოიხსენიებდა სრული ტიტულით და არც შიო III-ს მოიხსენიებს. კირილი ოფიციალურ მიმართვებში იყენებს მხოლოდ – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებას კი არ ახსენებს.

გაზიარება
წინა პოსტი

13-16 წლის მოზარდები უნებართვოდ აღწევენ მატარებლების ლოკომოტივების მართვის კაბინებში-მოქალაქე

შემდეგი პოსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძლიერი წვიმების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'