TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

24 ნოემბრიდან ბუნებრივი აირი გაითიშება

24 ნოემბრიდან ბუნებრივი აირი გაითიშება

24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება.

საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 – 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილია ახლადაშენებული 20 კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ მილსადენში მიერთების ( შეჭრის) სამუშაოები, რის გამოც 2026 წლის 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს.

ამასთან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.

გარდა ამისა, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით აღვნიშნავთ, რომ 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ ქსელთან მიერთების მასშტაბური სამუშაოები, რაც აუცილებელ ტექნიკურ ღონისძიებებს საჭიროებს. აღნიშნული სამუშაოები აჭარის რეგიონში უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

სამუშაოების დასრულება ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და სტაბილურ მიწოდებას, გაზსადენის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რის შედეგადაც მაგისტრალურ მილსადენზე ავარიული გათიშვების რისკები ფაქტობრივად განულდება. მილსადენები, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით ააშენა. პროექტები გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი მიზანი ქსელის საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდა და მეტი დასახლების გაზიფიცირების ხელშეწყობაა.

მსგავსი მასშტაბისა და ტექნიკური სირთულის პროექტების განხორციელება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების შესრულებას არ გულისხმობს. პროცესს წინ უძღვის კომპლექსური ტექნიკური მომზადება, საინჟინრო გადაწყვეტების დამუშავება და შესაბამისი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სამუშაოების თარიღი განისაზღვრა აუცილებელი ტექნიკური და მოსამზადებელი პროცესების გათვალისწინებით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 24 ნოემბრის მეტეოროლოგიური პირობებიც, რათა გაზმომარაგების დროებითი შეზღუდვის პერიოდში მოსახლეობისთვის შესაძლო დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ გათიშული გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტისთვის.

 

წერს სოკარი

გაზიარება
წინა პოსტი

ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპულ დედა-შვილს დღეს დაკრძალავენ

შემდეგი პოსტი

ვაჟა-ფშაველაზე ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 მანქანა დაზიანდა

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'