ევროკავშირი სომხეთის მდგრადობის გასაძლიერებლად დამატებით 18 მილიონ ევროს გამოყოფს .ამის შესახებ სომხეთისა და ევროკავშირის პარტნიორობის კომიტეტის 7-ე შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
სომხეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს სომხეთისა და ევროკავშირის პარტნიორობის გაძლიერების გზებზე. ამავე ინფორმაციის თანახმად, სომხეთის მდგრადობისა და გაძლიერების გეგმისთვის ევროკავშირს მანამდე 270 მილიონი ევრო ჰქონდა გამოყოფილი, რაც კიდევ 18 მილიონი ევროთი გაიზრდება.
შეხვედრაზე საუბარი იყო ვაჭრობის სფეროს შემდგომ დივერსიფიკაციაზე და სომხური კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გაფართოებაზე, ასევე ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე. სომხურმა მხარემ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა ავტონომიური სავაჭრო ზომების მიღების გამო, რომლის ფარგლებშიც სომხური ექსპორტის დაახლოებით 80%, 2 წლის განმავლობაში, ევროპულ ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე გავა.

Discussion about this post