კიევის ოლქში, დაბა დიმერში, რუსეთის მიერ დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს . ინფორმაციას ამის შესახებ საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამხედრო ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს ბავშვის წლოვანებასა და ვინაობას.
არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში ჯამში 15-მდე ადამიანი მოყვა. ნანგრევებიდან 4 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

Discussion about this post