რუსთავში ქვეით ქალს მანქანა დაეჯახა, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა . ადგილობრივი გამოცემა Info Rustavi-ს ინფორმაციით, 30 წლამდე ქალს რუსთავის ცენტრალურ ხიდზე მანქანა გაუფუჭდა, რის შემდეგაც მანქანის უკანა საბარგულთან ხელსაწყოს ასაღებად მივიდა, სწორედ ამ დროს მოხდა შეჯახება. შემდეგ ინერციით დასახმარებლად გაჩერებულ მანქანასაც დაეჯახა.
დაშავებული ქალი ცენტრალურ საავადმყოფოში ტრავმული შოკითა და ქვედა კიდურების მძიმე მოტეხილობებით გადაიყვანეს.

Discussion about this post