ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს .ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Independent-ი ავრცელებს.
“ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ევროკავშირის სანქციების საფრთხეს ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციითა და რუსეთისგან ჩამოშორებით უპასუხა. ამჟამად ის ნავთობს რუსეთის ნაცვლად ლიბიიდან იღებს, რამაც ევროკომისიას უბიძგა, წევრი ქვეყნებისთვის მისი სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოღება შეეთავაზებინა“ | ნათქვამია სტატიაში.
23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. პაკეტში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, რომელსაც სანქციის ამოქმედება 6 თვით – 2027 წლის 25 იანვრამდე გადაუვადეს, რათა ქარხანას ალტერნატიულ მომწოდებლებზე გადასვლის დრო ჰქონოდა.
აგვისტოს ბოლოს „ბლექ სი პეტროლიუმმა“ გაავრცელა განცხადება, რომ სრულად შეწყვიტეს რუსული ნედლეულის მიღება და ჯერ ყაზახურ, შემდეგ კი ლიბიურ ნავთობზე გადავიდა.

Discussion about this post