ირანელი მომღერალი პარასტუ აჰმადი 74-ჯერ გაამათრახეს — სასჯელი უკავშირდება 2024 წლის დეკემბერში მის მიერ ჰიჯაბის გარეშე შესრულებულ სიმღერას. სასჯელი ეხება საკონცერტო ჯგუფის ოთხ წევრსაც
ამასთან, სასამართლომ არტისტებს ასევე ორი წლით აუკრძალა ქვეყნის დატოვება და ხელოვნების სფეროში საქმიანობა
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში 29 წლის აჰმადიმ პატრიოტული სიმღერა „Az Khoone Javanane Vatan“ („სამშობლოს ახალგაზრდების სისხლიდან“) ჰიჯაბის გარეშე შეასრულა. კონცერტის ჩანაწერი ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ნახვა დააგროვა. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე მომღერალი და რამდენიმე მუსიკოსი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ვიდეოს გავრცელების გამო ოფიციალური სამართლებრივი პროცესი დაიწყო.

Discussion about this post