უნგრეთის პრემიერმინისტრი პიტერ მადიარი უკრაინაში ჩავიდა. 2015 წლის შემდეგ ეს უნგრეთის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია უკრაინაში. მადიარი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს კრაინის ზაკარპატიის ოლქში შეხვდნენ. შემდეგ კი მემორიალთან მივიდნენ და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც უკრაინული მედია მხარეთა განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება, ვიზიტის დღის წესრიგში დგას ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები, სასაზღვრო ვაჭრობა და უნგრული ეროვნული უმცირესობის უფლებები.
💬 “დღეს ჩვენ ვხვდებით უნგრეთის პრემიერმინისტრს. ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში პრემიერმინისტრის რანგში და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა როგორც მეზობელთან, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავხსნათ კლასტერები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში – პოლიტიკა უცვლელია. ხშირად ხდება, რომ ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ასევე ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობები უფრო მჭიდრო, უფრო კონსტრუქციული გავხადოთ. ახლა ეს უნგრეთთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და მოლდოვასთანაა. ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვედრა ჰქონდა სლოვაკეთის პრემიერმინისტრთან და ყველა გამოწვევისა და სირთულის, ზოგჯერ განსხვავებული რიტორიკის მიუხედავად, ჩვენი ურთიერთობები სლოვაკეთთანაც კონსტრუქციულია.” – აღნიშნა ზელენსკიმ მიმდინარე შეხვედრაზე.

Discussion about this post