TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოს სახალხო დამცველი ტრადიციულად უერთდება 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი ტრადიციულად უერთდება 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„საქართველოს სახალხო დამცველი ტრადიციულად უერთდება 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
სამწუხაროდ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ქვეყნისთვის კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 9 თვის მონაცემით, ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მიმდინარე წელსაც ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი ფორმის, ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ინდივიდუალური საქმის შესწავლის ფარგლებში, რიგ საქმეებში, კვლავ გამოვლინდა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან მსხვერპლების მიმართ არასენსიტიური დამოკიდებულებები, არასათანადო რეაგირება, რისკების შეფასების პრობლემები.
მიმდინარე წელს, სახალხო დამცველმა განახორციელა საერთო სასამართლოების მიერ 2025 წელს გამოცემული დამცავი ორდერების მონიტორინგი. დამცავი ორდერებისა და სასამართლო პროცესების ანალიზისას გამოვლინდა ის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაცვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ამასთან, გამოიკვეთა კარგი პრაქტიკის შემთხვევებიც, სადაც დამცავი ორდერის გამოცემის პროცესში გათვალისწინებული იყო ძალადობის მსხვერპლთა სპეციფიკური საჭიროებები და დამცავი ორდერი სათანადოდ იყო გამოყენებული.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემურია ძალადობის მსხვერპლთა სათანადო გაძლიერება, გრძელვადიანი და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პრევენციული ღონისძიებების სიმცირე.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს შედეგზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაძლიერდეს მუშაობა სამართალდამცავი უწყებების, მათ შორის მოსამართლეების გადამზადების კუთხით. ამასთან, მნიშვნელოვანია მუნიციპალურ დონეზე ქალთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების გააქტიურება, ძალადობის მსხვერპლთა სერვისების დახვეწა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლიანობის უზრუნველყოფას, ძალადობის მსხვერპლთა სათანადო დაცვასა და მოძალადეების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას“ – წერია „საქართველოს სახალხო დამცველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გაზიარება
წინა პოსტი

ზაპოროჟიეზე რუსების თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა

შემდეგი პოსტი

ტრამპმა თეთრ სახლში მადლიერების დღის ცერემონიაზე ორი ინდაური, „თავისუფლება“ და „ბუმბული“, შეიწყალა

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'