“ნოემბრის განმავლობაში მოკლულია 15 028 რუსი სამხედრო, განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 48 640 სამიზნე” .ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი Telegram-ის საკუთარ არხზე ავრცელებს:
“SBS დაჯგუფების შედეგების 24 ნოემბრის ყოველდღიური ანგარიში – გასული დღის განმავლობაში SBS დაჯგუფების პილოტებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან“ 523 ჭია გაანადგურეს. 24 საათის განმავლობაში განადგურდა/დაზიანდა მოწინააღმდეგის 1 300 უნიკალური სამიზნე.
ნოემბრის განმავლობაში: 15 028 ჭია, 48 640 მტრის სამიზნე განადგურებულია/დაზიანებული” -წერს ბროვდი.

Discussion about this post