ვარშავაში, ერთ-ერთ სკოლაში ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით 15 წლის გოგონა დააკავეს .ინფორმაციას RMF24 ავრცელებს და წერს, რომ გოგონა სოციალურ ქსელში სკოლის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელების მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდა. გამოძიების ინფორმაციით, ვარშავის ერთ-ერთი ლიცეუმის მოსწავლე ტერორისტული ხასიათის მასალებს ავრცელებდა და საჯაროდ აჩვენებდა.ის აცხადებდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით ტერაქტს ამზადებდა.
სამართალდამცველებმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალები შეისწავლეს და მოწმეები გამოკითხეს. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 15 წლის გოგონას ბრალი სისხლის სამართლის ხუთ დანაშაულში წარუდგინეს. საქმე საოჯახო საქმეთა სასამართლოს გადაეცემა, რომელიც გადაწყვეტს, რა ზომები უნდა გატარდეს არასრულწლოვანის მიმართ.
პოლიცია განმარტავს, რომ ტერორისტული ხასიათის მუქარას, მათ შორის ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებებს, განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან და ამას შესაძლოა მძიმე სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.

Discussion about this post