TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს-ნინო წილოსანი

„მშვიდობიანი დამხობისკენ“ მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც კანონით ისჯება – ნინო წილოსანი

„არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს…
ბევრი წელი იწვალა ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ, სანამ თავი არ დააღწია გლობალურ ძალადობრივ მმართველობას და მხოლოდ ახლა, როცა ეს ჭირი გადავლახეთ, დადასტურებულად ვიგებთ, რომ:
2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. თანხები 5 ძირითად მიმართულებაში იხარჯებოდა – მედია, არჩევნების მონიტორინგი, აქტივისტების ტრენინგი, იურისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების გადამზადება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
შედეგად, 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული, რეალურად კი სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა. ამ დაფინანსებამ შექმნა რევოლუციური ქსელი, რომელსაც იგივე ფინანსებით გაპიარებული მაშინდელი „რუსთავი 2“ ედგა საინფორმაციო რუპორად.
რევოლუციის შემდეგ „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტივისტები ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოში დაინიშნენ. მთავარი დაფინანსებული ორმაგი აგენტი კი 9 წლის მანძილზე აწამებდა ქვეყანას.
თვალნათელია, რომ ფერადი რევოლუციების ტალღამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას გადაუარა, თუმცა, როგორც კი USAID-ის დაფინანსება შეიზღუდა, მემარჯვენე კანდიდატებმა გაიმარჯვეს ბოლივიაში, ჩილეში, ჰონდურასში, კოსტა-რიკაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.
იგივე სცენარის ნაწილი იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლა. 2020 წლის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ 3000-ზე მეტი დამკვირვებლის მეშვეობით გაყალბდა ხმების პარალელური დათვლა, რომლითაც საქართველოში 2020 წლის პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიეს.
და ბოლოს, რაც ყველაზე მძიმე რეალობაა – ამ პროცესებში შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ჩვენთვის უსაყვარლესი სოციალური სივრცე Facebook-იც. 2022 წლის სექტემბერში თბილისს Meta-ს (Facebook) საჯარო პოლიტიკის რეგიონული მენეჯერი, კატერინა კრუკი ეწვია. აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა და თუ რას ეხებოდა ან რაზე ტრენინგდებოდნენ შეხვედრაზე მყოფი ადამიანები, ჩვენთვის უცნობია. თუმცა ალბათ ყველას გაგახსენდებათ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა მხარეს მყოფი Facebook, სადაც ჩვენ მიერ გავრცელებული სიმართლე მუდმივად იბლოკებოდა, რევოლუციონერი აქტივისტების სოცაქტივობა კი წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდებოდა მთელ ქსელში.
ვურთავ Facebook-ის წარმომადგენლის სტუმრობის შესახებ მეილს, სადაც კორექტულად მიმანიშნებელი ტექსტით ვიგებთ, რომ შეხვედრა საარჩევნო თემატიკას, დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეეხებოდა.
აქვე გავიხსენოთ, თავად მარკ ცუკერბერგის აღიარებაც აშშ-ის კონგრესისადმი მიწერილ წერილში, სადაც მან ღიად დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისა და შესაბამისი უწყებების მხრიდან Facebook-ზე წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ზეწოლა კონკრეტული ინფორმაციის დაცენზურებისა და შეზღუდვის მიზნით1“ – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში

გაზიარება
წინა პოსტი

უკრაინელებმა რუსეთის ტავროპოლის მხარეში სამრეწველო ზონაზე იერიში მიიტანეს

შემდეგი პოსტი

თბილისში ,საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'