„ეს იგივეა, მეორე მსოფლიო ომის დროს ვინმეს ჰიტლერისთვის კარგი მეგობარი რომ ეწოდებინა” . განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიების შესახებ დასმული კითხვის პასუხად და თქვა: „პუტინი აგრესორი და მკვლელია. ის ვერ იქნება მეგობარი. უბრალოდ ვერ იქნება“
🔻 ამავე ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის ცის დასაცავად საჭირო ანტისარაკეტო სისტემების დეფიციტსა და იმაზე, რომ აშშ-მა თავისი ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ გადაიტანა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას უკიდურესად რთული ზამთარი ელის წინ, რუსული ძალების მხრიდან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ფონზე. მიუხედავად მოსახლეობის მიერ ქალაქების დატოვების შესაძლებლობისა, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი ნებისმიერი გზით დაცული იქნება, რადგან დედაქალაქის გარეშე ქვეყანა არ იარსებებს.
“რუსეთი თავს ესხმის არა მხოლოდ ენერგეტიკულ, არამედ წყალგამწმენდ და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურასაც. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის გეგმებში შედის დნეპრის ორი სანაპიროს ერთმანეთისგან მოწყვეტა, რამაც შესაძლოა გაართულოს ადამიანების წვდომა აუცილებელ სერვისებზე. მათ უნდათ, რომ ჩვენ გავიქცეთ. სწორედ ამას ცდილობენ, რომ გაანადგურონ ყველა ქალაქი… მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს დედაქალაქს ნებისმიერი გზით. ჩვენ გვჭირდება ჩვენი დედაქალაქი. დედაქალაქის გარეშე ქვეყანა არ იქნება“ | განაცხადა ზელენსკიმ.

Discussion about this post