საქართველო ყოველთვის იმარჯვებს! | დღეს, 19:00 საათზე, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და ტრადიციული შაბათის მარშის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან დაიძრებიან.
ოპოზიციის ალიანის მსვლელობას თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყებს და თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. ენმ ავლაბრის მეტროდან დაიწყებს მსვლელობას. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის კი 28 ნოემბრის აქციას ორბელიანის მოედნიდან შეუერთდება.
ასევე ავლაბრის მეტროდან გამართავენ მსვლელობას ტრადიციული შაბათის მარშის მონაწილეებიც.
პროტესტი ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების წლისთავს ეძღვნება. “2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დავაყენებთ“ – კობახიძის ამ განცხადებას 2024 წელს მთელს საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოყვა. აქციები “ქართულმა ოცნებამ” საპოლიციო ძალის გამოყენებითა და სპეცრაზმის გამოყენებით დაარბია. 2024 წლის ნოემბერ-იანვრის დემონსტრაციების დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აქციებზე 400-ზე მეტი პირი დააკავეს, მათი დიდი ნაწილი ადმინისტრაციული დანაშაულისთვის – 50-ზე მეტ პირს კი ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინა. საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ნაწილი ამ დრომდე დაპატიმრებულია.
მას შემდეგ პროტესტი 730 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

Discussion about this post