უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან უკრაინელი ბავშვების მორიგი ჯგუფი დააბრუნა. 9 არასრულწლოვანს შორის, ერთი
ოლეშკის ინტერნატის აღსაზრდელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო სპეციალური მოვლა სჭირდება.
ჰუმანიტარული მისია უკრაინის ომბუდსმენის ოფისის ძალისხმევითა და აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით შედგა. ბავშვები სამშობლოში ბელარუს-უკრაინის საზღვრით დააბრუნეს.
🔻💬 “მადლობას ვუხდი აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, დახმარებისა და შუამავლობისთვის. მადლობელი ვარ ომბუდსმენისა და მისი გუნდის მათი პირდაპირი მუშაობისთვის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ძალისხმევას არ იშურებს Bring Kids Back UA ინიციატივის ფარგლებში, რათა ბავშვებმა უკრაინაში დაბრუნება შეძლონ. ასევე მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის ფორმატში და გვეხმარება. 2875 ბავშვი უკვე დაბრუნდა. ჩვენ გვახსოვს თითოეული მათგანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი ვიპოვოთ და თავიანთ ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს დავუბრუნოთ” – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

Discussion about this post