უკრაინამ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის დრონების დანაყოფის „რუბიკონის“ ბაზას დაარტყა . ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად განადგურდა პილოტების მოსამზადებელი ბაზა, დრონების საწყობები და პირადი შემადგენლობის განთავსების ადგილები. წინასწარი მონაცემებით, ლიკვიდირებულია 30-ზე მეტი და დაჭრილია 70-მდე რუსი სამხედრო, მათ შორის არიან დანაყოფის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც.

Discussion about this post