TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის კაფსულები ისროლეს – Reuters

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის კაფსულები ისროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტისა და საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების მხარდაჭერის ნიშნად სერბმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქვეყნის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს კვამლის ხელყუმბარები ისროლეს და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

პარლამენტის სპიკერმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ პარლამენტში დაპირისპირების შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა, ხოლო ერთ-ერთმა დეპუტატმა, „სერბეთის პროგრესული პარტიიდან“, იასმინა ობრადოვიჩმა ინსულტი მიიღო და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

„პარლამენტი მუშაობას და სერბეთის დაცვას გააგრძელებს“, – განაცხადა სერბეთის პარლამენტის სპიკერმა.

სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა. საპროტესტო აქციების ფონზე იანვარში თანამდებობა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც დატოვა.

გაზიარება
წინა პოსტი

“არა და არ ვეთანხმები ბრალს, თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ!” – მზია ამაღლობელი

შემდეგი პოსტი

ვრცელდება მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ამოყვანის კადრები

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'