TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა – რუსული მედია

მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კომპანია „მირატორგის“ თანამშრომელი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დომოდედოვოს „მირატორგის“ სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე ობიექტები დაზიანდა. შემთხვევის შედეგად, სამწუხაროდ, კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები გადაიყვანეს ვიდნოესა და დომოდედოვოს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. გარდა ამისა, დაზიანდა 20 ავტომობილი.

მანამდე, მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დღეს დილით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა. მისი თქმით, დრონის ნამსხვრევები რამენსკოეში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, სადაც მინიმუმ შვიდი ბინა დაზიანდა. ამასთან, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქზე შეტევების რამდენიმე ტალღის განხორციელება სცადეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის 91 – მოსკოვის ოლქში.

გაზიარება
წინა პოსტი

11 მარტს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შემდეგი პოსტი

მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება – მამუკა მდინარაძე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'