TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უწყება, არცერთ შემოსულ შეტყობინებას/წერილს/განცხადებას არ ტოვებს შესაბამისი რეაგირების გარეშე – ამის შესახებ შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მ/წ 11 მარტს, ონლაინ გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს დედაქალაქის მასშტაბით სერვის ცენტრების გაუქმების შემდეგ, გადასახადების გადამხდელები მომსახურების მიღების პროცესში სირთულეებსა და პრობლემებს აწყდებიან.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული მომსახურებების აქტიურად და მარტივად მიღების/მოთხოვნის შესაძლებლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა დისტანციური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი, რომელიც უკვე 90%-ს შეადგენს. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მეწარმე სუბიექტი იხდის განახევრებულ საფასურს. ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო სერვისების განვითარება სრულად შეესაბამება შემოსავლების სამსახურის 2021-2024 წლის სტრატეგიას.

დამატებით განვმარტავთ, რომ საქართველოს მასშტაბით, ფიზიკური ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფილია 13 სერვისცენტრისა და 16 წარმომადგენლობის საშუალებით.

რაც შეეხება ონლაინ გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ კონკრეტულ შემთხვევას შემოსავლების სამსახურმა დაიწყო მოკვლევა, თუ რა გახდა მოთხოვნილი ცნობების გაცემის სავარაუდო შეფერხებისა და გაუგებრობის მიზეზი. მედია გამოცემაში ნახსენებ ბიზნესმენს ვთხოვთ, დაუკავშირდეს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299 და სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უწყება, არც ერთ შემოსულ შეტყობინებას/წერილს/განცხადებას არ ტოვებს შესაბამისი რეაგირების გარეშე.

აქვე შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299, ასევე ისარგებლონ – RS ჩათის მეშვეობით (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან -18:00 საათამდე), ან დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge  უკვე არსებული 520 ელექტრონული სერვისით, ხოლო ისეთ სერვისებზე, რომელზეც არ არსებობს ელექტრონული განცხადება,  ნაცვლად ფიზიკური მომსახურების სივრცეში ვიზიტისა, შეუძლიათ დისტანციურად მოგვმართონ კომუნიკატორის ჩანართის მეშვეობით.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ სთხოვს მედიასაშუალებებს, სტატიის მომზადებისას, შესაბამისი განმარტების მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ  უწყებას და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაზიარება
წინა პოსტი

ოდესის პორტის მიმართულებით რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა ისროლა – არის მსხვერპლი

შემდეგი პოსტი

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'