TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ასტრონავტები, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე 9 თვე იმყოფებოდნენ, დედამიწისკენ მოემართებიან

NASA-ს ასტრონავტები – სუნი უილიამსი და ბუჩ უილმორი, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  (ISS)  9 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დედამიწისკენ მოემართებიან.

SpaxeX-ის Dragon კაფსულამ კოსმოსური სადგური აშშ-ს დროით ღამის 01:05 საათზე დატოვა. ფლორიდას სანაპიროსთან ასტრონავტები სადგურის დატოვების დროიდან 17 საათში, 18 მარტის შუადღეს დაეშვებიან.

უილიამსი და უილმორი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასული წლის ივნისში გაგზავნეს. მათი მისია 8 დღეში უნდა დასრულებულიყო და ასტრონავტები დედამიწაზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, კაფსულას – Boeing Starliner – პრობლემები შეექმნა, რის გამოც უილიამსისა და უილმორის მისია 9 თვით, 2025 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

ასტრონავტების დაბრუნების დაგეგმილი მისიებისთვის NASA-მ კონტრაქტი SpaceX-სთან გააფორმა. მათი ჩამოყვანა სწორედ მარტში ან აპრილში იყო დაგეგმილი.

უილიამსი და უილმორი დედამიწისკენ კიდევ 2 ასტრონავტთან, NASA-ს ნიკ ჰეიგთან და რუსეთის Roscosmos-ის ალექსანდრ გორბუნოვთან ერთად გამოემგზავრნენ.

ჰეიგი და გორბუნოვი კოსმოსურ სადგურზე გასული წლის სექტემბერში, SpaceX-ის Dragon კაფსულით დაეშვნენ. ამ მისიაზე 4 ასტრონავტი უნდა ყოფილიყო, თუმცა NASA-ს გადაწყვეტილებით, მხოლოდ 2 გაფრინდა და კაფსულაში 2 ადგილი უილიამსისა და უილმორისთვის გადაინახა.

ოთხ ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვება არ შეეძლო მანამ, სანამ მათ სხვა ოთხი ასტრონავტი არ ჩაანაცვლებდა.

გასულ პარასკევს, 14 მარტს ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში NASA-ს ორი ამერიკელი ასტრონავტი – ან მაკკლეინი და ნიკოლ აიერსი, იაპონელი ასტრონავტი ტაკუია ონიში და რუსი კოსმონავტი კირილ პესკოვი გაფრინდნენ.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 217.5 ლარია – საქსტატი

შემდეგი პოსტი

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ნახეთ განახლებული კურსი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'