TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ლუკა შენგელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე.

პროცესზე ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა აღნიშნა, 16 მარტს, ლუკა შენგელიამ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც უალტერნატივოდ იმსახურებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ასევე. არსებობს ვარაუდი მტკიცებულების განადგურების, მიმალვის ან შემდეგში კვლავ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. პროკურორის განმარტებით, გიორგი ახალაიასა და ლუკა შენგელიას შორის თავდაპირველად მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მისი თქმით, ამ დროს შენგელიამ ამოიღო დანა, რომელიც გიორგი ახალაიას მუცლის არეში ჩაარტყა, შედეგად ახალაია კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პროკურორის განმარტებით, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მიყენებული ჭრილობით დაზიანდა ღვიძლი, რის შედეგადაც გიორგი ახალაიას გარდაცვალება დადგა. პროკურორის თქმით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

“თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ დაარტყა ლუკა შენგელიამ გიორგი ახალაიას დანა…

ბრალდებულმა გამოავლინა უკიდურესად დაუნდობელი, აგრესიული ხასიათი, როდესაც ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში გარდაცვლილს. ეს მიანიშნებს შემდეგს – საშიშროებაა იმისა, რომ გაგრძელდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. ამის აღსაკვეთად კი საჭიროა მისი უპირობო იზოლაცია- პატიმრობა” , – განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს. მისი თქმით, ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, რომ ბრალდებული პირი ხელს შეუშლის გამოძიებას ან მიიმალება. ადვოკატის თქმით, არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე, ამიტომ სასამართლოს 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებით მიმართა.

“ის თავად გამოცხადდა პოლიციაში, დაუკავშირდა ისნის პოლუციის უფროსს და თავად ჩაბარდა პოლიციას. ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ამბობს, რომ კონფლიქტი მას არ დაუწყია. ის ზრდის თავის ორ მცირეწლოვან ძმას, შესაბამისად დადებითად ხასიათდება ეს ადამიანი. ემზადებოდა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ამაში ამოყო თავი”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ.

“ინციდენტი რაც მოხდა, მე იქიდან გავიქეცი იმ მიზნით, რომ დავმალულიყავი. უბრალოდ შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი… მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა არ მინდოდა. ვაღიარებ ყველაფერს”, – განაცხადა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ სხდომაზე.

შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში 15 მარტს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გიორგი ახალაია დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებულ ლუკა შენგელიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
წინა პოსტი

ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

“წვიმა, ძლიერი ქარი” – ამინდის პროგნოზი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'