TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“წელიწადში 20 ათასზე მეტ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა – საშინელი მდგომარეობაა”

„დასჯით და შეზღუდვით ჯერ მსოფლიოში არავის არაფრისთვის არ მიუღწევია“, – ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

როგორც სურგულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ინიცირებული ცვლილებები არა ნარკოპოლიტიკა, არამედ ახალი სადამსჯელო სანქციების შემოღებაა.

მისი თქმით, დაანონსებული ცვლილებები ქვეყანაში ნარკომანიის კუთხით არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის.

„ეს ვითომდა გამკაცრება არ არის ნარკოპოლიტიკა, ეს არის ახალი სადამსჯელო სანქციების შემოღება. ვითომ პოლიტიკას რომ ეძახიან, ამას საერთოდ არ ექნება შედეგი, პირიქით, შეიძლება გაუარესდეს არსებული მდგომარეობა. რამდენიც არ უნდა გაზარდონ სასჯელი (უვადოც რომ მიუსაჯონ) თუ მოსახლეობას არ ესმის რა უნდა გაკეთდეს, ვერ მოვერევით პრობლემას.

რეალურად ნარკოპოლიტიკა მოიცავს იმას, რომ ადამიანმა იცოდეს რა არის ნარკომანია, რა მოსდევს მას, როგორ აიცილოს თავიდან და თუ მაინც დაემართა ეს მანკიერება, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, რომ დროულად მიიღოს ფსიქოლოგიური თუ სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.

ნარკოპოლიტიკის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს თვით იძულებითი მკურნალობით დაეხმარება.

სურგულაძის თქმით, წელიწადში 20 ათასზე მეტი ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათას ადამიანზეა გაწერილი. ამ ფონზე საინტერესოა, როგორ აპირებს მმართველი პარტია ფინანსების მობილიზებას.

„მთელ მსოფლიოს მიაჩნია, რომ ნარკომანია არ არის დანაშაული, ეს არის ავადმყოფობა. ქვეყანაში 20 ათას პაციენტს სჭირდება ყოველ წელს რომ გაიაროს შესაბამისი მკურნალობა, ამ დროს ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათას პაციენტზეა გათვლილი. მეტადონის პროგრამა, რომელიც საქართველოში ჯერ-ჯერობით მოქმედებს, ცუდი არ არის, მაგრამ მხოლოდ ეს პროგრამა არაფერს უშველის.

არ ვიცი საიდან მოიტანენ ფინანსურ ნაწილს, მაგრამ მეორეა, რა ხარისხის მკურნალობას გაუწევენ ამ ადამიანებს. იმ 3 ათასსაც რასაც ვეხმარებით, არ არის ის, რაც 21-ე საუკუნეს შეესაბამება. გარდა იმისა, რომ ჩავუტარებთ მკურნალობასა და დეზინტოქსიკაციას, შემდეგ ფსიქოლოგიური დახმარება, რესოციალიზაცია და საზოგადოებაში დაბრუნება სჭირდებათ ამ ადამიანებს“, – ამბობს ვატო სურგულაძე.

გარდა ფინანსური ნაწილისა, მკურნალობა მოითხოვს სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობასაც. სურგულაძის თქმით, ნარკოდამოკიდებული პირების მკურნალობისთვის მთელი სისტემის შექმნა და ორგანიზებაა საჭირო, რაც ამჟამად არ არის.

„საშინელი მდგომარეობაა [ინფრასტრუქტურის კუთხით], ძალიან ხშირად მეტადონის პროგრამისთვის შენობები არის ქალაქის ცენტრში. მეტადონის პროგრამის იდეა ცუდი არ არის, მაგრამ ამას მთელი სისტემის შექმნა უნდა და არა მხოლოდ ის, რომ მოვიდა, გავეცით და წავიდა – გამოაქვთ ბამბით, მერე წურავენ… კატასტროფული შედეგები მოსდევს. განაგრძეთ კითხვა

გაზიარება
წინა პოსტი

ზესტაფონის ფეროშენადნობმა ქარხანამ მუშაობა განაახლა

შემდეგი პოსტი

რა უნდა გააკეთოთ 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'