TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ბაღდათის მუნიციპალიტეტში GIZ-ის ორგანიზებით ღვინის პირველი ლაბორატორია იხსნება

2025 წლის 26 მარტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიზნეს განვითრებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრში ღვინის პირველი ევროსტანდარტის ლაბორატორია იხსნება, რომელიც არა მხოლოდ იმერეთის რეგიონის მეღვინეებს, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლებს მოემსახურება.

თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ღვინის ლაბორატორია ხელს შეუწყობს რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მნიშვნელოვან განვითარებას, ღვინის ექსპორტის ზრდას და მეღვინეებს შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანობის არსებობას.

ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე მომსახურება აქამდე მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, რაც იმერელი მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლებისთვის გარკვეულ წინაღობას ქმნიდა და დაკავშირებული იყო ტრანსპორტირების ხარჯებთან. ამიერიდან კი რეგიონში ადგილობრივი მეღვინეებისთვის ღვინის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დროული ლაბორატორიული მომსახურება მარტივი, სწრაფი და ეფექტური შესაძლებლობა გახდება, რაც ზოგადად დასავლეთ საქართველოში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მაღალი ხარისხიანი ღვინის წარმოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული მნიშვნელობა  აქვს  ლაბორატორიული ანალიზების რეგულარულ ჩატარებას ღვინის წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში ყველა ეტაპზე:  დაწურვა, დაყენება, დავარგება, ჩამოსხმა.

ამასთან 2023 წლის 1 იანვრიდან ღვინის მწარმოებლებს ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ავალდებულებს საკანონმდებლო მოთხოვნა „ალკოჰოლიანი სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსების წესის“ სახით.  რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია წარადგინოს ღვინის შესაბამისი სერტიფიკატი/შესაბამისობის დეკლარაცია. ზემოაღნიშნული  ვალდებულება  ლაბორატორიული კვლევების ჩატარების აუცილებლობას და შესაბამისობის დადგენას  მოითხოვს, როგორც ჩამოსასხმელი, ასევე  ბუტლირებული ფორმით  ღვინის რეალიზაციისას.

ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) CESL-ის პროგრამის მიხედვით დაფინანსებული ღვინის ლაბორატორია, რომლის მუშაობასაც იმერული ღვინის ასოციაცია უზრუნველყოფს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის ბაზაზე მოეწყო.

CESL –ის მხარდაჭერით უზურნველყოფილია: 

 

  • ღვინის ლაბორატორიის მდგრადი და ეფექტური ფუნქციონირება;
  • მუნიციპალიტეტსა და რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების ხელშეწყობა;
  • ღვინის მწარმოებელთა შემოსავლების ზრდის მხარდაჭერა;

იმერული ღვინის ასოციაცია უზურნველყოფს:

  • კოლეჯ „იბერიას“ საგანმანათლებლო პროგრამების და საკვალიფიკაციო კურსების  პრაქტიკული კურსის უწყვეტად და შეუფერხებლად განხორციელებას;
  • ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად საკონსულტაციო სერვისის  უწყვეტად და შეუფერხებლად  მიწოდებას;
  • ლაბორატორიის საქართველოს და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნების შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განმახორციელებლის აკრედიტაციის ციკლის უწყვეტობას;

ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით GIZ ახორციელებს 4 წლიან პროგრამას – EU4ITD – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. ამ სოლიდური პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის “კატალიზირება”, დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად.  შესაბამისად, ამ პროგრამის მნიშვნელობა წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.

გაზიარება
წინა პოსტი

მალე 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

შემდეგი პოსტი

„საგანგაშო შეტყობინება“- სურსათის ეროვნული სააგენტო მოწოდებას ავრცელებს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'