TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ არ ჩატარდა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით მოხდება რეჟიმის ლეგიტიმაცია” – ზურაბ ჯაფარიძე

ევროპელებისგან იქნება ზეწოლა და მაინც მოგვიწევს მონაწილეობა – ეს შარლ მიშელიდან გამოყოლილი „ტრავმაა“. არანაირი ზეწოლა არ იქნება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ადმინისტრაციით და საარჩევნო დავების სასამართლოში სამართლიანი განხილვის შანსით) და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება შემდეგი:

„მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ დადებული რიცხვების ლეგიტიმაცია;

მოხდება დეკემბრის დასაწყისში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ასობით ადამიანის წამების ლეგიტიმაცია;

მოხდება სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით პოლიტიკური პატიმრისთვის მრავალწლიანი სასჯელის მისჯის ლეგიტიმაცია;

მოხდება მედიის, პოლიტიკური საქმიანობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტის შემზღუდავი ყველა ბოლო რეგულაციის ლეგიტიმაცია;

დაიწყება საგარეო პოლიტიკური იზოლაციის ჩამოშლა და სწრაფი ტემპით მოხდება რეჟიმის მმართველობის ლეგიტიმაცია;

დასრულდება რუსთაველის პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას დასჭირდება წლები.

აქვე, საწინააღმდეგო არგუმენტებზე:

ევროპელებისგან იქნება ზეწოლა და მაინც მოგვიწევს მონაწილეობა – ეს შარლ მიშელიდან გამოყოლილი „ტრავმაა“. არანაირი ზეწოლა არ იქნება. ევროსაბჭოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კონგრესმა უკვე თქვა, რომ ეს არჩევნები უნდა გადაიდოს (ბევრი მიზეზის გამო). ასეც რომ არ იყოს, ჩვენი ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია.

– ახლა უკეთ მოვემზადებით და ალაგ-ალაგ მაინც მოვუგებთ – რამდენ ადგილასაც არ უნდა მოუგო, ყველგან იმ რიცხვებს დაწერს რეჟიმი, რაც დასჭირდება. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს ფეხბურთის შიდა ტურნირზე, ისინი გვეთამაშებიან რაგბის, ყველა მსაჯი მათია, უეფა გვეუბნება ეგ ფეხბურთი არაა, ეგრე მსაჯობა არ „მოსულა“ და ასე თუ ითამაშებთ, ჩვენს ტურნირებში ვერ მიიღებთ მონაწილეობასო. რეჟიმი ამბობს ესაა ფეხბურთი, ევროპაზე უკეთესად ვიცით ჩვენ რა არის ფეხბურთიო, და გვამტვრევს ძვლებში. ამ დროს საუბარი იმაზე, რომ უკეთეს ტაქტიკას დაალაგებ და ისე მოუგებ, არასერიოზულია.

– ვერ მოვიგებთ მაგრამ საკრებულოებში გავმაგრდებით და იქიდან დავიწყებთ რეჟიმის რღვევას – ნანახი გვაქვს როგორ გამაგრდა 2020-ის მოპარული არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში და რა შედეგი მოიტანა ამან – ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის ფასადის შექმნა, რამაც დრო მოაგებინა რეჟიმს და, შედეგად, დღეს გაცილებით ნაკლები თავისუფლება გვაქვს ვიდრე გვქონდა 4-5 წლის წინ.

– თბილისი ხომ მოვუგეთ 26 ოქტომბერს, მერის არჩევნებს მოვიგებთ ახლაც და მერე … არც თბილისს, არც რომელიმე სხვა მნიშვნელოვან წერტილს რეჟიმი არ დათმობს არავითარ შემთხვევაში. „სლაბინას არ მისცემს“. ასეთია მისი ბუნება. რაც დასჭირდება იმას დაწერს. საარჩევნო სისტემის როგორი ცვლილებაც დასჭირდება, რომ რისკები დააზღვიოს, ისეთს განახორციელებს. რუსთაველზე დგას ყოველდღე ერთი უნგრელი ბიჭი, ლასლო. მოგიყვებათ ორბანს რა აქვს ამ მხრივ ნაკეთები.

ასე ჩანს ჩემგან“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება
წინა პოსტი

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

შემდეგი პოსტი

“ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ” – რა თქვა ვილი სანიოლმა სომხეთთან მატჩის შემდეგ

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'