TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ხელისუფლება FARA-ს სახელით ცდილობს მიიღოს „რუსული კანონი“ – უჩა ნანუაშვილი

ხელისუფლება FARA-ს სახელით ცდილობს მიიღოს „რუსული კანონი“ – ამ კანონის მთავარი დანიშნულება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა და სწორედ ამისკენ არის მიმართული „ქართული ოცნების“ მიზანი და არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ FARA-ს კანონის ინიცირების მიზანი, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა.

„2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პირველად სცადა მიეღო „რუსული კანონი“, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგობას წააწყდნენ. 2024 წელს მათ კვლავ სცადეს, მაგრამ წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღეს კანონი, თუმცა კანონის იმპლემენტაცია დღემდე ვერ მოხდა. სწორედ ეს წერია FARA-ს მიერ წარმოდგენილ განმარტებით ბარათში, რომ მათ ვერ მოახერხეს აღნიშნული კანონის ცხოვრებაში გატარება, იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების განადგურებას ნიშნავდა.

წელს, უკვე მესამედ ხელისუფლება სხვა ფორმით ცდილობს მიიღოს „რუსული კანონი“. რატომ არის ეს კანონი რუსული? იმიტომ, რომ მისი მთავარი დანიშნულება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული „ქართული ოცნების“ მიზანი და არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა.

რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იქნება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული, იმ კონვენციების ერთგული, რომელსაც საქართველო წლების წინ შეუერთდა და დღემდე მოქმედებს, მათ შორის ევროპული კონვენცია, მათ შორის სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებთან ეს კანონი წინააღმდეგობაშია. ანუ, ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია, ანტიქართულია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს და პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში გამარჯვებული დარჩეს“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს – არასამთავრობო ორგანიზაციები

შემდეგი პოსტი

აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში დაიწყო

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'