TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პოლიციელი მათე დევიძეზე – დავინახე, ახალგაზრდა, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ხელჯოხით, რამდენჯერმე მოიქნია და ხელზე მომხვდა

დავინახე, ახალგაზრდა, გრძელთმიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ხელჯოხით, რამდენჯერმე მოიქნია და ხელში, მარცხენა მტევანზე მომხვდა. ვცადე კიდეც აცილება, უკან გავიწიე, მაგრამ მაინც მომხვდა, – ეს ჩვენება პოლიციელმა ლევან კოდელაშვილმა 21 წლის მათე დევიძის საქმეზე მისცა.

სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პოლიციელი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტს იხსენებს, რა დროსაც მათე დევაძის დაკავება მოხდა.

„სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს ვიცავდი. გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი იყო, მაგრამ ხალხის სიმცირის გამო, სიტყვიერად მოვუწოდებდით სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მინდიასთან [პოლიციელი].

დავინახე, ახალგაზრდა, გრძელთმიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ხელჯოხით, რამდენჯერმე მოიქნია და ხელში, მარცხენა ხელის მტევანზე მომხვდა… ვცადე კიდეც აცილება, უკან გავიწიე, მაგრამ მაინც მომხვდა. მას ჟამერაშვილი [პოლიციელი] გაეკიდა და მას გადაამტვრია ჯოხი, რის შემდეგაც მისი დაკავება მოხდა“, – განაცხადა პოლიციელმა.

პროკურორის კითხვაზე, მიიღო თუ არა დაზიანება ან მიმართა თუ არა კლინიკას, სამართალდამცავმა განაცხადა, რომ მტევანი გაწითლებული ჰქონდა, თუმცა, ამ ფაქტით ისეთი დაზიანება არ მიუღია, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა.

პროკურორის კითხვაზე, განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი, პოლიციელმა დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა, ამხელა ჯოხს რომ ჩაგარტყამენ, ყველა იგრძნობს ტკივილს“, – განაცხადა კოდელაშვილმა.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გაზიარება
წინა პოსტი

რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ. გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ არა – კახა კალაძე ოპოზიციაზე

შემდეგი პოსტი

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'