TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ჯაიანისთვის მინიმალურ სასჯელს ითხოვს

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითხოვს.

კერძოდ კი, დღევანდელ სხდომაზე ადვოკატი დასკვნით სიტყვაში განმარტავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული მკვლელობას აღიარებს, დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება. კერძოდ კი, ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და სისტემატურ ცემას არ აღიარებს.

შესაბამისად, ბოლო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დამამძიმებელ გარემოებებში ბექა ჯაიანის გამართლება მოითხოვა. ადვოკატი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას და 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას ითხოვს.

რაც შეეხება იმას, ისარგებლებს თუ არა ბექა ჯაიანი საბოლოო სიტყვით შემდეგ სხდომაზე, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მისთვის უცნობია.

„ბექა ჯაიანი ბოლო შეხვედრის დროს, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შევხვდებით მას და ვნახოთ, მისი უფლებაა, საბოლოო სიტყვის თქმა”,- განაცხადა მდინარაძემ.

ადვოკატი შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ ბექა ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ იმის გამო არ აღიარებს, რომ სასჯელის ნაწილში ეს შემამსუბუქებელი ფაქტი იყოს.

მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე გენდერის ნიშნით მოკლა.

ადვოკატის თქმით, უტყუარად დასტურდება, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, მოწმეებმაც კი დაადასტურეს, რომ გამორიცხული იყო, ჯაიანს გენდერის ნიშნით ეს დანაშაული ჩაედინა. მისივე თქმით, ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ ის ტრანსგენდერი ქალი იყო.

კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით კი, ბექა ჯაიანის მიმართ სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოიყენოს.

სასამართლო განაჩენს 16 აპრილს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,

რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
წინა პოსტი

“შტერი უნდა იყო, ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო” – ზაზა გოგავა

შემდეგი პოსტი

მეცნიერები ახალი ანტიბიოტიკის შექმნას ბაყაყის პეპტიდის გამოყენებით აპირებენ

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'