TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს” – მამუკა ხაზარაძე

პარლამენტი არის მიტაცებული, კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანია, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს – თეა წულუკიანი, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, “ბიძინა ივანიშვილს ცირკში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს”.

“ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიტაცებული ქვეყნის სასამართლოში. “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მოსამართლეების და პროკურორების ხელში, რომლებიც ძალიან ლამაზად გადმოიბარა ბიძინა ივანიშვილმა, მურუსიძის “კლანი”, რომელიც ჯიბეში უდევს შეთითხნილი ბრალდებებით, შესაბამისად, ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც დანაშაულს სჩადიოდა, ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი.

რაც შეეხება ჩემს აქ მოსვლას, ქვეყანაში გვაქვს არალეგიტიმური პარლამენტი. ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია ქვეყნის გარეთ არავის უღიარებია. შედეგად ჩვენ მივიღეთ დასანქცირებული “ქართული ოცნების” ხელმძღვანელები, ევროკავშირის რეზოლუციები, აშშ-თან დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა. ევროპარლამენტის მკაცრი განცხადება რომ არჩევნებს არ აღიარებენ და ყოველ სამ დღეში ერთხელ ვიღებთ დასანქცირებულ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს. ასევე, რამდენიმე საათში დაიწყება “მეგობარი აქტის” განხილვა ამერიკაში, რომელიც პირდაპირ გმობს იმას, რაც საქართველოში ხდება. შესაბამისად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ამ არჩევნების შედეგად არ ვაღიარეთ პარლამენტი და დავტოვეთ მანდატები. როცა არ ვაღიარებთ პარლამენტს და შესაბამისად, ვტოვებთ პარლამენტს, არ ვაღიარებთ იმ “ფანჩატურს”, ანუ იმ ცირკს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. შექმნა ერთი მიზეზის გამო, რომ საქართველოს დააბრალოს ომის დაწყება, რომ ქართველ ხალხს დაახრევინოს თავი.

ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანი, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს- თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილს ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ ისაუბრა ჯემალ ლეონიძესთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ მასთან ნაცნობობა არ აკავშირებს.

“ამ ადამიანთან არაფერი – არც ხელშეკრულების, არც მოლაპარაკების სახით არასდროს მიწარმოებია. შესაბამისად, 14 წლის განმავლობაში არ მიმიღია, არც ლეონიძისგან, არც სხვისგან არც ერთი საჩივარი, რომ ხაზარაძემ ვინმე შეავიწროვა ან რაღაც წაართვა. იტყუება მოსამართლე, რომელმაც ჯემალ ლეონიძე გააწესა საპყრობილეში. ეს მოსამართლე დღეს არის უვადოდ განმწესებული “ქართული ოცნების” მიერ. პროკურორი, რომელმაც ჯემალ ლეონიძეს ბრალდება წარუდგინა და გაკოტრებულად გამოაცხადა, დღეს ამათი პროკურორია.ეს ბრძოლა არ არის იმაზე, მე დამიჭერენ თუ – არა. ეს ბრძოლა არის უსამართლობის, მიტაცებული ქვეყნის, რუსეთზე ჩაბარების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა”, – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ბრძოლა გაგრძელდება, “რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მიკერძოებულმა ჯიბის მოსამართლეებმა, ჭორაობის დონეზე ადამიანების გაშავების ნებას არავინ არავის მისცემს”.

გაზიარება
წინა პოსტი

“დედისერთა საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ ” – რას ჰყვებიან ქუთაისში მომხდარ ტრაგედიაზე?

შემდეგი პოსტი

სურამში, სკოლის შენობაში ხანძარია

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'