TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

შეურაცხგვყოფს World Press Photo-ს გადაწყვეტილება, რომ ჯილდო გადაეცეს რუსეთის წარმომადგენელს – ქართველი ფოტოგრაფები განცახდებას ავრცელებენ

World press photo-ს გამარჯვებული ევროპიდან ფოტოისტორიების კატეგორიაში რუსი ფოტოგრაფი მიხაილ ტერეშენკო გახდა. კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანამშრომელმა კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოისტორია წარადგინა.

დამოუკიდებელი და ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიაში მომუშავე ქართველი ფოტოჟურნალისტები და ფოტოდოკუმენტალისტები რუსული სამთავრობო სააგენტოს ფოტოგრაფისთვის World Press Photo-ს ჯილდოს გადაცემას ეხმაურებიან და აცხადებენ რომ შეშფოთებულები და შეურაცხყოფილები არიან  გადაწყვეტილებით.

„ჩვენ, ქართველ ფოტოჟურნალისტებსა და დოკუმენტალისტებს, გვაშფოთებს და შეურაცხგვყოფს World Press Photo-ს გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის ჯილდო გადაეცეს რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო TASS-ის წარმომადგენელს — ფოტორეპორტაჟისთვის, რომელიც ასახავს ქართულ პროტესტს, დემონსტრაციებს, რომლებიც სწორედ რუსეთის გავლენებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

კრემლის ნარატივების მომხრე ფოტოგრაფის დაჯილდოება ანტირუსული აქციების გაშუქებისთვის არა მხოლოდ სადავო და წინააღმდეგობრივია, არამედ პირდაპირი შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან რუსეთის ჩარევას საქართველოს სუვერენიტეტსა და მის მომავალში.

TASS რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოა, რომელსაც დეზინფორმაციის გავრცელების მრავალწლიანი ისტორია აქვს, საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული დღემდე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომი წლების განმავლობაში, TASS ცენტრალურ როლს ასრულებდა ყალბი ნარატივების გავრცელებაში და საქართველოს აგრესორად წარმოაჩენდა. დღესაც ანალოგიური ტაქტიკების გამოყენებით აგრძელებს მანიპულაციას და ამახინჯებს ფაქტებს უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ.

World Press Photo-ს მიერ შერჩეულმა ფოტოგრაფმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ეს აგრესია „განმათავისუფლებელ“ აქტად შეაფასა. არა მხოლოდ სიცრუეა ეს ნარატივი, არამედ განსაკუთრებით დამანგრეველიცაა მათთვის, ვინც საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის ოკუპაცია და დღემდე ებრძვის რუსულ იმპერიალისტურ აგრესიას. გვიჭირს გავიგოთ, რომ კონკურსზე, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იდგეს, ასეთი ხმა იმსახურებს უმაღლეს შეფასებას.

როგორც საქართველოს მოქალაქეებს, იმ ქვეყნის შვილებს, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თავად გვაქვს განცდილი და ვიცით რას ნიშნავს ომი, იძულებით გადაადგილება და სუვერენიტეტის დარღვევა. ჯილდოს მფლობელ ფოტოებზე გამოსახული დემონსტრანტები არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან სწორედ იმ ძალებს, რომლებსაც TASS იცავს და ემსახურება. მათ ისტორიას რომ ამგვარი სააგენტო ჰყვება, აღარაა მხოლოდ წინააღმდეგობრივი რამ, ეს უკვე ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპების ღალატია.

TASS-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოსერიის დაჯილდოებით, World Press Photo ლეგიტიმაციას აძლევს სააგენტოს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი. ეს გადაწყვეტილება არყევს დამოუკიდებელი მედიის არსს, აძლიერებს პროპაგანდას და გზას უხსნის ყალბ ნარატივებს უფრო ფართო აუდიტორიამდე. მეტიც, საიმედოდ და სანდოდ აღიარებს რუსეთის სამთავრობო მედიას და, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ოკუპანტის ძალაუფლებას.

გვინდა ცხადად და მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს წინააღმდეგობის, ტკივილისა და იმედის ისტორიას ვერასდროს დაინახავენ და გადმოსცემენ დამპყრობლების პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოები — სწორედ ისინი, ვინც მჩაგვრელის სამსახურში დგანან და მის სასარგებლოდ, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ამბებს, მანიპულირებენ ფაქტებით და ახშობენ სიმართლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ნახევარფინალშია

შემდეგი პოსტი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'