ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა .
ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.
ტიციანი დაიბადა 1895 წელს, პოეტი ვანის სოფელ ჭყვიშში გაიზარდა.
სტუდენტობის წლებში ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო „ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“.
მას ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. თარგმნა პუშკინის, ბუნინის, მაიაკოვსკის, არაგონისა და სხვათა ნაშრომები.
ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.
1937 წელს, საბჭოთა რეპრესიების დროს, ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საფლავი არ არსებობს.