TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 5 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 5 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

გვაქვს სამშვიდობო ხედვა ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე  – საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს ჩვენს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ
საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა  მეზობელი ქვეყანა აფასებს საქართველოს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ.
„ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს ჩვენს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ ჩვენ გვაქვს სამშვიდობო ხედვა ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. ეს ხედვა მუშაობს. ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანა წინ. თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან მოყოლებული 9.4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ ყურადღების კონცენტრირებას. ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელს რეგიონში“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაზიარება
წინა პოსტი

სასაზღვრო პოლიციამ „სარფის” დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შემდეგი პოსტი

რა დროებში იმოძრავებს ქუთაისი-სათაფლიის მიმართულებით ტრანსპორტი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'