TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პრემიერი ცდილობს ტყუილები დააჯეროს საზოგადოებას, ამ დროს კი სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით – სალომე ზურაბიშვილი

პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ევროპულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, რეგიონში მარტო არ ვართ და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს.

„სხვადასხვა განცხადებები გვიჩვენებს, თუ რამდენად ტყუილი განცხადებები წარმოადგინა გუშინ პრემიერმა. პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ამ ევროპულ გზას, მაგრამ ყველა განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არის ამ დღეებში, წინა პერიოდში, ყველა მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული გზა დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ და „ქართული ოცნება“, რომელსაც ბერკეტები გააჩნია, დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს, რეპრესიები გააჩეროს, პატიმრები გამოუშვას, არჩევნები დანიშნოს. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არ შეჩერდეს დიდი ხნით. სხვანაირად ქვეყანას ევროპის გზაზე ვერავინ წაიყვანს, ეს ტყუილია. ამ დროს კი იზოლაციაში, სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი ერთზე ვრჩებით ჩვენს ისტორიულ მტერთან – „როდიონოვებთან“ დაუცველები, რადგან დაცულობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის, ჩვენ ვიცით, რომ მათი მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს და ამ რეგიონში მარტო არ ვართ.

ჩვენ ვიწყებთ ასევე მუშაობას სხვადასხვა საზოგადოებრივ დიდ სეგმენტთან, მათ შორის, საჯარო მოხელეებთან, იმ საჯარო მოხელეებთან, რომლებიც ახლა მასიურად არიან დათხოვილი. შემდეგ დღეებში შეგატყობინებთ, როდის გვექნება სხვადასხვა შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემდეგი პოსტი

წავიდა ლეგენდა – გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი დავით ჭაჭიაშვილი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'