TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი საზოგადოებას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა, რძეში აფლატოქსინის თემასთან დაკავშირებული დეტალები ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა.

“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობა, საზოგადოების ინფორმირება, მასთან კომუნიკაცია, როგორც მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, ჩვენი,  სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია.

პირველი და მნიშვნელოვანი – კომპანია “სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტის და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლა კომპანიამ. დღეს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა ის პარტია, სადაც დარღვევა იყო, სააგენტოს ზედამხედველობით, სრულად არის ამოღებული ქსელიდან.

სააგენტოს მისამართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ – არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი.

სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები.

ორიოდე სიტყვით შევეხები რძის და რძის პროდუქციის წარმოებაში არსებულ ვითარებას. ეს ის სექტორია, რომელიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ მომხმარებლის ინტერესები უმთავრესი პრიორიტეტია”, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, დარღვევა გამოვლინდა იმპორტირებულ რძეში, შესაბამისად, საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება.

პრესკონფერენციას დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

გაზიარება
წინა პოსტი

რამდენ ლარად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს

შემდეგი პოსტი

თბილისში ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'