TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოში “წითელას” “აფეთქებაა” – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მიმ­დი­ნა­რე წელს, პირ­ვე­ლი ოთხი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, „წი­თე­ლას“ 142 შემ­თხვე­ვა არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ “მთა­ვარ­ში” გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, შემ­თხვე­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ტე­ბის დი­ნა­მი­კა არის, თუმ­ცა არა ისე­თი მკვეთ­რი, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში. 2022 წელს „წი­თე­ლას“ 12 შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირ­ვე­ლი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში „წი­თე­ლას“ 142 შემ­თხვე­ვა არის ქვე­ყა­ნა­ში. მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში „წი­თე­ლას“ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა და ასე­ვე, ფიქ­სირ­დე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

თუ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებს გა­დავ­ხე­დავთ, მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში. შემ­თხვე­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და 2022 წელს, ისიც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­დან“,- გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვი, რო­მე­ლიც მა­შინ „წი­თე­ლა­თი“ გარ­და­იც­ვა­ლა, აც­რი­ლი არ იყო და არც რა­ი­მე თან­მდე­ვი სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და“, – გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

  • ივა­ნე ჩხა­ი­ძე “წი­თე­ლას” შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელს უკავ­ში­რებს. მისი თქმით, 95%-ზე მეტი უნდა იყოს „წი­თე­ლას“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ ქვე­ყა­ნა უსაფრ­თხოდ ჩა­ით­ვა­ლოს. ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 81%-ია.

„ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის ვაქ­ცი­ნა­ცია. მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა იცო­დეს, რომ ყვე­ლა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა არის არა მხო­ლოდ ბავ­შვის­თვის რის­კის შემ­ცვე­ლი, არა­მედ ამ ოჯახ­ში მყო­ფი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით ორ­სუ­ლე­ბის­თვის. ორ­სუ­ლე­ბის­თვის „წი­თე­ლა“ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის მქო­ნე ინ­ფექ­ცი­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ას. ორ­სულ­თა ვაქ­ცი­ნა­ცია არ კეთ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ „წი­თე­ლას“ ვაქ­ცი­ნის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე, რომ თუ სახ­ლში ორ­სუ­ლია, მისი დაც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ირი­ბად. თუ სახ­ლში არის ბავ­შვი, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი“,-გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მან იმ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რაც “წი­თე­ლას” ახ­ლავს თან.

“წი­თე­ლა“ არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­დეს, ასე­ვე ენ­ცე­ფა­ლი­ტი, გუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა არის თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც „წი­თე­ლას“ ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ იჩენს თავს. სამ­წუ­ხა­როდ, როცა ეს გარ­თუ­ლე­ბა ვი­თარ­დე­ბა, ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობს. „წი­თე­ლა“ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­თუ­ლე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. „წი­თე­ლა“ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც რისკს წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ახლა ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის თვალ­საზ­რი­სით ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩი­ოთ“,- გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზუს­ტად იმ ვა­დებ­ში დაც­ვა, რა დრო­საც ვაქ­ცი­ნა უნდა გა­კეთ­დეს. ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ვაქ­ცი­ნის ორი დოზა კეთ­დე­ბა, პირ­ვე­ლი, 1 წლის ასაკ­ში და მე­ო­რე- 5 წლის ასაკ­ში. „თუ თქვენ 6 წლის შვი­ლი გყავთ და გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი გაქვთ 5 წლის ასაკ­ში ვაქ­ცი­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ და გა­ი­კე­თეთ. გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა არ ნიშ­ნავს ამ ვაქ­ცი­ნა­ზე უა­რის თქმას. ეს ნიშ­ნავს, რომ თქვენ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­აც­დი­ნეთ და ახლა უნდა და­ე­წი­ოთ ამ ეროვ­ნულ კა­ლენ­დარს“,- გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ “წი­თე­ლას” ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად, ასე კეთ­დე­ბა “წი­თუ­რას” და “ყბა­ყუ­რას“ ვაქ­ცი­ნაც. ივა­ნე ჩხა­ი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში “წი­თე­ლას” შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას “აფეთ­ქე­ბა” უწო­და.

“წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, მა­ტე­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამ კუ­თხით, ნამ­დვი­ლად “აფეთ­ქე­ბაა” “წი­თე­ლას“ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის თვალ­საზ­რისთ. ამ ბავ­შვე­ბის მარ­თვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრში იმი­ტომ, რომ „წი­თე­ლა“ წარ­მო­ად­გენს გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის ნო­მერ პირ­ველ და­ა­ვა­დე­ბას. ერთი ბავ­შვი, რო­მე­ლიც „წი­თე­ლა­თი“ არის ავად, შე­საძ­ლოა 16-დან 18 ბავ­შვს აინ­ფი­ცი­რებ­დეს. გა­და­დე­ბის რის­კი არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ყვე­ლა­ზე გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, რაც ბავ­შვებ­ში არის, ახლა არის “წი­თე­ლა“, – გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

დაიბადა პირველი ბავშვი, რომელიც რობოტის დახმარებით „ჩაისახა“

შემდეგი პოსტი

იტალიელი ემიგრანტები ნინო ბერიძეს ემშვიდობებიან

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'