TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”- მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეს არის ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ და განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.

„ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში გამორჩეული მეგობრობა ჩამოყალიბდა, ეს ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციების, კულტურისა და ჩვენი ისტორიის პატივისცემა არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენი ხალხები განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ურთიერთობაში და ვიცით სიტყვის ფასი. ჩვენ გვაქვს დაუწერელ კანონთა და ღირებულებათა ერთობლიობა, რამაც გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე“,-აღნიშნა ყაველაშვილმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გასამკლავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით.

„ჩვენ ვახორციელებთ არაერთ საერთო, ურთიერთსასარგებლო პროექტს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს რეგიონს მთელი მსოფლიოსთვის. იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო – საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნულისთვის ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი მხარდამჭერი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

“ეროვნული მარცხი” – გელათის შესახებ საგამოძიებო ფილმის ჩვენება გაიმართა

შემდეგი პოსტი

საქალაქო სასამართლომ გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'