TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებული შტატები უნდა გაეცალოს “- მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებულმა შტატებმა თავისი ძალისხმევა უნდა შეწყვიტოს და გაეცალოს, – СNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს პარიზიდან გამგზავრებამდე განუცხადა.

„თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, უნდა გავეცალოთ. ახლა ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ, და მე ვსაუბრობ დღეების საკითხზე, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება. თუ ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან, რომ ეს არ მოხდება, მაშინ ვფიქრობ, პრეზიდენტი ალბათ იმ ეტაპზეა, როდესაც იტყვის, რომ ჩვენ დავასრულეთ“, – აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ომის შესაჩერებლად ძალისხმევა არ დაუკლია, თუმცა მათ „მიაღწიეს წერტილს, როდესაც უნდა გადაწყვიტონ და განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ“.

„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარება უკრაინას და ჩვენ გვსურს მისი დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა 87 დღე გაატარა ამ მთავრობის უმაღლეს თანამდებობაზე და არაერთი ძალისხმევა გაწია ამ ომის დასასრულებლად. ახლა ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ და განვსაზღვროთ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ორივე მხარესთან“, – აღნიშნა რუბიომ.

მარკო რუბიო და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გუშინ პარიზში ევროპელ და უკრაინელ მოკავშირეებს შეხვდნენ.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას

შემდეგი პოსტი

“ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტე კლასელი” – ოფშკვითის საჯარო სკოლა სოფია ბანძელაძეს ემშვიდობება

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'