TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„გადავწყვიტეთ, რომ მათი ოჯახები ხევიდან სამუდამოდ გავასახლოთ!…“ – რას წერს ადგილობრივი ყაზბეგში მომხდარ მკვლელობაზე

ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს და ოჯახს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს და წერს:

„მე პაატა ქუშაშვილი ვასაჯაროებ ამ ვიდეოს, რადგან ვთვლი, რომ ხალხმა უნდა ნახოს…
ვინც ჩვენი ძმის – გია ხაიკაშვილის სისხლში ხელები გაისვარა, ჩვენ ქუშაშვილების გვარმა გადავწყვიტეთ, რომ მათი ოჯახები ხევიდან სამუდამოდ გავასახლოთ!

ამ კადრებში მხოლოდ ოჯახთან მისვლა და ბოდიშის მოხდა არ არის. აქ მთავარი გადაწყვეტილებაა მიღებული დამნაშავეების ოჯახების გადასახელებასთან დაკავშირებით.

აქვე დავამატებ, რომ საგამოძიებო ორგანოს ვთხოვთ გაასაჯაროვოს მკვლელობის ადგილზე არსებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს ყველა დამნაშავე. ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მათი ოჯახების გადასახლების გადაწყვეტილება უსამართლოდ არ მიგვიღია!
ჩვენი ძმის სისხლი არავის ეპატიება!

ქუშაშვილების გვარიც და ზოგადად მოხევეებიც ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი წინაპრებით და ტრადიციებით, და არაკაცების ადგილი ხევში არასოდეს არ ყოფილა. თავის დროზე ყველა სათანადოდ ისჯებოდა… დღეს კი ეს სამწუხარო რეალობა დაგვიდგა. ჩემი ძმის გიას უბედურებამ დაგვანახა როგორ უკან უკან მიდის ჩვენი ხევი. იმიტომ რომ განუკითხაობაა და სათანადოდ არ დასჯილან ის ადამიანები, ვინც ხევის სახელს არცხვენდნენ. ამიტომ ახლა დუმილის დრო აღარ არის.

ეს ფაქტი მხოლოდ ჩვენი გვარის უბედურება არ არის, ეს არის მთლიანად ხევის ტრაგედია და სირცხვილი. იმ დღეს გიას მაგივრად შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა ოჯახის შვილი აღმოჩენილიყო.

ამიტომ გვარმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, არც მათი ადგილი იქნება ხევსა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გვარის წარმომადგენელი იქნება“, – წერს პაატა ქუშაშვილი.

 

გაზიარება
წინა პოსტი

დააკავეს დედა და ბებია, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს – ახალი დეტალები

შემდეგი პოსტი

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'