TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მხედველობის აღდგენა, ოქროს ნანონაწილაკების შეყვანით – მეცნიერთა უნიკალური მიღწევა

თვალებში ოქროს მტვერი შეიძლება უჩვეულო თერაპიად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც აშშ-ში თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, ამ მეთოდით პოტენციურად შესაძლებელია ასაკთან დაკავშირებული მაკულის დეგენერაციისა (AMD) და თვალის სხვა პრობლემების მკურნალობა.

მაკულის დეგენერაცია მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს და ძირითადად, ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება. აზიანებს მაკულას — რომელიც თვალის ბადურაში მდებარეობს და სინათლის შემგრძნობ ფოტორეცეპტორ უჯრედებს შეიცავს; შედეგად კი იწვევს დაბინდვას და მხედველობის სხვა პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მაკულის დეგენერაციის პროგრესის შესანელებელი სამკურნალო საშუალებები, ისინი ამ დაავადებას ბოლომდე ვერ კურნავენ.

„ეს გახლავთ ბადურის ახალი ტიპის პროთეზი, რომელსაც აქვს ბადურის დეგენერაციის შედეგად დაკარგული მხედველობის აღდგენის პოტენციალი ყოველგვარი რთული ქირურგიული ჩარევისა და გენეტიკური მოდიფიკაციის გარეშე. გვჯერა, რომ ამ მეთოდმა შეიძლება გარდაქმნას ბადურის დეგენერაციის მკურნალობის პარადიგმები“, — ამბობს როდ-აილენდის ბრაუნის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი ჯიარუი ნიე.

მკურნალობის ახალი მეთოდი შემდეგნაირად მოქმედებს: ოქროს ძალიან წვრილი ნანონაწილაკები, ადამიანის თმის ღერზე ათასობით უფრო წვრილი, დაფარულია ანტისხეულებით, რომლებიც მიზანში იღებს თვალის კონკრეტულ უჯრედებს. შემდეგ ისინი შეჰყავთ გელით ამოვსებულ თვალის მინისებრ ნამში, რომელიც ბადურასა და ბროლს შორის მდებარეობს.

ამის შემდეგ, პატარა ინფრაწითელი ლაზერული მოწყობილობით ამ ნანონაწილაკებს აღაგზნებენ და კონკრეტულ უჯრედებს ისე ააქტიურებენ, როგორც ამას ფოტორეცეპტორები აკეთებს. თუკი მკურნალობის ამ მეთოდმა ადამიანებზე გაამართლა, ლაზერი შეიძლება სათვალეში ჩამონტაჟდეს.

თაგვებზე ტესტირებისას, რომლებსაც ინჟინერიის გზით სპეციალურად ჰქონდათ ბადურის დარღვევები, მკურნალობის ამ მეთოდმა ეფექტიანად აღადგინა მხედველობა, სულ მცირე, ნაწილობრივ. ცდამ აჩვენა, რომ ნანონაწილაკები დახმარებას ფოტორეცეპტორების გვერდის ავლით ახერხებენ.

„ვაჩვენეთ, რომ ნანონაწილაკები ბადურაში თვეების მანძილზე რჩებიან რაიმე დიდი ტოქსიკურობის გარეშე. ასევე ვაჩვენეთ, რომ წარმატებით შეუძლიათ ვიზუალური სისტემის სტიმულირება. ძლიერ წამახალისებელია სამომავლო გამოყენებისთვის“, — ამბობს ნიე.

მეთოდი გარკვეულწილად ჰგავს მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების, მაგალითად, პიგმენტური რეტინიტის უკვე არსებულ სამკურნალო საშუალებებს. თუმცა, ახალი მეთოდი ნაკლებად ინვაზიურია, არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას ან დიდ იმპლანტებს თვალში; ამას გარდა, გვპირდება მხედველობის უფრო ფართო სფეროს დაფარვას.

თაგვებზე ჩატარებულ კვლევათა უმეტესობის მსგავსად, კარგი შანსია, რომ შედეგები ადამიანებშიც განმეორდეს, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება. პირველ რიგში, აუცილებელია მოხდეს უსაფრთხოების გარანტირება.

სულ უფრო მრავალი გზა წარმოაჩენს გზებს, რომლებითაც შესაძლებელია თვალის დაავადებათა მკურნალობა უახლესი ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით; მათ შორის არის ბადურის სხვა უჯრედების ისე გადაპროგრამება, რომ ჩაანაცვლონ უმოქმედო ფოტორეცეპტორები.

კვლევა ACS Nano-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია brown.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

გაზიარება
წინა პოსტი

Apple-ი iPhone-ის მომხმარებლებს აფრთხილებს

შემდეგი პოსტი

ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი სიმდიდრეს იზიდავს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'