TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

როგორ მივხვდეთ, რომ მართლა ვუყვარვართ მამაკაცს – პასუხები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ამ­ბო­ბენ, “ქა­ლებს ყუ­რე­ბით უყ­ვარ­თო”. შე­სა­ბა­მი­სად, იმის მიხ­ვედ­რას და გა­მოც­ნო­ბას, თუ რას ფიქ­რობს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი მა­მა­კა­ცი ქა­ლის მი­მართ, არა­ერ­თი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­უგ­დია სა­გო­ნე­ბელ­ში…

 

კაცების დიდ ნაწილს, ხომ ენის მოჩლექით საუბარი ნაკლებად ეხალისება და არც შეუძლია. მოდით, ასტროლოგიურად დავადგინოთ როდის არის სახეზე რეალური “სიმპტომები” იმისა, რომ მამაკაცს უყვარხართ:

ვერძი – უყვარხართ მაშინ, როცა ხშირად გეჩხუბებათ და ცდილობს კამათში გამოგიწვიოთ, გამუდმებით უკან დაგდევთ და დღეში რვაჯერ გირეკავთ, ზღაპრული ჯინივით ჩნდება ყველა იმ ადგილას, სადაც თქვენ გადაადგილდებით და მოძრაობთ.

კურო – უყვარხართ მაშინ, როცა თქვენთან ერთად განიხილავს მისთვის მოსაწონი სახლის დიზაინს, არჩევს ლანდშაფტის რაკურსსა და ხედებს. გიზიარებთ საკუთარ კულინარიულ სიმპათიებს.

ტყუპი – უყვარხართ მაშინ, როცა სურვილი აქვს გამუდმებით გელაპარაკოთ. მას ზოგადადაც ძალიან უყვარს საუბარი, მაგრამ ობიექტებს ხშირად იცვლის. თუკი უყვარხართ, ყოველთვის მონახავს თემას თქვენთან სამასლაათოდ.

კირჩხიბი – უყვარხართ მაშინ, როცა ზუსტად იცის ყავაში რამდენ კოვზ შაქარს იყრით, ზღვის პროდუქტებზე გაქვთ ალერგია, თუ ვეგეტარიანელი ხართ.

ლომი – უყვარხართ მაშინ, როცა თქვენთან სურს დღის ბოლოს სამსახურეობრივი საქმეების მოყოლა-განხილვა, თავს იწონებს მიღწევებით და გიზიარებთ სამომავლო გეგმებს.

ქალწული – უყვარხართ მაშინ, როცა სურვილი აქვს და არ ეზარება მოგიაროთ გაცივების დროს. ძაალიან უყვარხართ, თუკი თავის პიჟამოს ან სვიტერს გათხოვებთ დროებით.

სასწორი – უყვარხართ თუკი სურვილი აქვს თქვენთან ერთად საზოგადოებაში მოიწონოს თავი. მით უმეტეს თუკი ხშირად იჩენს ინიციატივას შეგმოსოთ მისი გემოვნების მიხედვით.

მორიელი – უყვარხართ მაშინ თუკი გამუდმებით “გწამლავთ” ცინიკური შენიშვნებითა და დაკითხვებს გიწყობთ დღის ბოლოს სამსახურიდან დაბრუნებულს. მისთვის სიყვარული და ტანჯვა სინონიმებია.

მშვილდოსანი – უყვარხართ მაშინ, როცა სურვილი უჩნდება დილიდანვე გელაპარაკოთ და საკუთარი ცხოვრება გადმოგილაგოთ (დაწყებული ბავშვობის წლებით, დასრულებული ყოფილებთან ურთიერთობით). ძალიან უყვარხართ, თუკი მნიშვნელოვანი საქმეების დროსაც კი სურს მასთან ერთად იყოთ ან ავტომობილში ელოდებოდეთ მშვიდად.

თხის რქა – უყვარხართ მაშინ, თუკი თქვენი ოჯახის წევრების წარმომავლობით, დის-ძმის თანამდებობრივი მიღწევებით და განათლებით ინტერესდება. არანაკლებ დააინტერესებს თქვენი პროფესიული მიღწევებიც.

მერწყული – უყვარხართ მაშინ, როცა უცებ მოგეჩვენებათ, რომ აქამდე თქვენ შორის არსებული მეგობრობა მისი მხრიდან გულგრილობით შეიცვალა… მას დრო სჭირდება სიყვარულთან შესაგუებლად და იმის გასაცნობიერებლად, რომ ამიერიდან მხოლოდ თქვენით უნდა შემოიფარგლოს.

თევზები – უყვარხართ მაშინ, თუკი თქვენი თანდასწრებით გამუდმებით უკავია ხელში ჭიქა რაიმე მაგარი სასმელით სავსე, უკეთეს შემთხვევაში ლუდის ბოთლი. სითამამე არ ჰყოფნის სიყვარულს თვალი გაუსწოროს ფხიზელმა.

წყარო: შენი ჰოროსკოპი 

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი სიმდიდრეს იზიდავს

შემდეგი პოსტი

დიდი სასწაული მალე მოაკაკუნებს ამ ზოდიაქოს ნიშნების კარზე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'