TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ჩრდილოეთ კორეის არმიის ქვედანაყოფებმა აქტიური როლი ითამაშეს კურსკში მიმდინარე ბრძოლაში – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაყოფებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მათ აქტიური როლი ითამაშეს ბრძოლაში, რამაც გამოიწვია კიევის რეჟიმის ნეონაცისტური ფორმირებების დამარცხება, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ“, – აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით და რუსეთის ფედერაციასა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 2024 წლის 19 ივნისს გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

„ჩვენი კორეელი მეგობრების ეს ნაბიჯი სოლიდარობის, სამართლიანობისა და გულწრფელი თანამებრძოლობის გრძნობით იყო განპირობებული. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და გულწრფელად მადლიერები ვართ, პირადად სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარის, ამხანაგ კიმ ჩენ ინის, ასევე მთელი ხელმძღვანელობის და ჩრდილოეთ კორეელი ხალხის მიმართ. ვაფასებთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების გმირობას, შესანიშნავ წვრთნას და თავდადებას, რომელიც გამოიჩინეს რუს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლის დროს, ჩვენი სამშობლოს, როგორც საკუთარის, დაცვისას. მათ პატივითა და მამაცობით შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და თავი უჭკნობი დიდებით შეიმოსეს“, – აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი თქმით, რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანიშნულების რაზმების „გმირობას“.

„რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანიშნულების რაზმების გმირობას. ყოველთვის პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს რუსეთისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, იბრძოდნენ თავიანთი რუსი თანამებრძოლების მხარდამხარ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მტკიცე კავშირი, რომელიც ბრძოლის ველზე განმტკიცდა, გააგრძელებს ზრდას და გაფართოებას ყველა ასპექტში“, – აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, 2025 წლის 26 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ დაამარცხეს კურსკის ოლქში შეჭრილი „უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი, რითაც ბოლო მოეღო უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილის მიტაცების მცდელობისას განხორციელებულ დანაშაულებრივ პროვოკაციას“.

გაზიარება
წინა პოსტი

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

შემდეგი პოსტი

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'