TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მთლიანმა სტაფმა დავტოვეთ – რა მოხდა “ლუკა პოლარეს” ქუთაისის ფილიალში

“ლუკა პოლარეს” ქუთაისის ფილიალი თანამშრომლებმა დატოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი წერს.

მისი ინფორმაციით, მიზეზი ნორმალური სამუშაო პირობების არარსებობა, შეუსაბამობა ანაზღაურება და თანამშრომლების მიმართ არასათანადო დამოკიდებულება გახდა.

“გამარჯობათ,  თუ კი დროს დამითმობთ, მინდა მოგიყვეთ ჩემი 1.5-წლიანი მუშაობის ისტორია ყველაზე ნაგავ ქართულ კომპანიაში, კაფე-სანაყინე ლუკა პოლარეში.

მუშაობა რომ დავიწყე, ანაზღაურება საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა ბევრი წამახალისებელი აქტივობა ტარდებოდა, რაღაც პერიოდის თავზე შეიცვალნენ ჩვენს ზემოთ მდგომი პირები, დირექტორი, სერვისის მენეჯერი (განსაკუთრებით ეს ქალბატონი, ყოვლად უტაქტო, თავხედი, არაკომპეტენტური ამ სფეროში და კიდევ ბევრი სხვა)

1.5 წლის მანძილზე გამოიცვალა უამრავი თანამშრომელი, გამუდმებით კადრის პრობლემა იყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისში მხოლოდ ერთი ობიექტია, ყურადღებას რაღა თქმა უნდა, არავინ გვაქცევდა, დილიდან ღამე, ღამიდან დილა, მუდმივად ჩაშავებული თვალები, ყოველდღე ხვეწნა იმაზე, რომ კადრი მოეყვანათ, რომ აღარ შეგვეძლო.

მაღალი ნავაჭრის არქონას კი ჩვენ გვაწერდნენ, როცა მარკეტინგი საერთოდ არაფერს არ აკეთებდა.

ხელფასების ცვლილება ხდებოდა რაღაც პერიოდში ერთხელ, თუმცა იმ ნიშნულს რომ მიხვიდოდი, როცა ხელფასი გეზრდებოდა, იძახდნენ, რომ ახალი სისტემა შეიმუშავეს, ის ძველი შეთანხმების პირობები კი აღარ არსებობდა, რის საფუძველზეც ვაგრძელებდით მუშაობას და ძველ ხელმძღვანელობას აბრალებდნენ არასწორად გაწვდიდათ ინფორმაციასო, რაც სრული აბსურდია.

გეგმებს გვიდებდნენ არარეალურს, აი გამიზნულად რომ ვერ შეგვესრულებინა ისეთს.

არანაირი ზეკანაკვეთურის ანაზღაურება, არანაირი სახელმწიფო დასვენების დღის გათვალისწინება, მინიმუმ წახალისება მაინც.

4 წელი, უამრავი შეცვლილი თანამშრომელი, მენეჯერი, თვითონ უფროსებიც კი და დაწინაურება განვითარების პერსპექტივა 0, თუ კი ვიღაცის ნათესავი არ იყავი.

კიდევ ბევრის საუბარი შემიძლია ამ ნაგავ კომპანიაზე, თუმცა ესეც საკმარისია ამ ეტაპზე, იმედია, ისევ დაბრუნდებით არამონობაში, ისწავლით ჩვენი, რიგითი თანამშრომლების საქმის დაფასებას ოდესღაც მაინც.

კონკრეტულად წარმოება ადგილზე აქვს მიბმული ამ კონკრეტულ ფილიალს (ქუთაისში), ვადაგასულ პროდუქციას გვიგზავნიდნენ, ნაგავს, რომელიც იწერებოდა, დღის ბოლოს ნაყინებთან ერთად გვანახინებდნენ რომ უკან გაგვეგზავნა მთავარ საწარმოში.

ყველაფრიდან დენი გადმოდიოდა რაღაც პერიოდი და პასუხი იცით რა იყო? მუშაობა არ უნდათ მაგათ (ჩვენზე, სტაფზე იყო საუბარი) და იგონებენ რაღაცებსო, როცა გადახეხილი კაბელები ჰაერში იყო გაკიდებული და წარამარა წყალი ესხმეოდა.

ძალიან ვწუხვარ რომ 1.5 წლის თავზე ამ ყველაფერს ვწერ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ სხვებსაც  გეყოფათ გამბედაობა.

ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის, ჩვენ მთლიანმა სტაფმა დავტოვეთ ეს საღორე”, – წერს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი.

გაზიარება
წინა პოსტი

მიწამ დაიწყო წამოსვლა, მიცვალებულები არის ყველა გადასასვენებელი – რა ხდება ბაღდათში

შემდეგი პოსტი

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'