აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ „ბიზნესპრესნიუსის“კითხვის საპასუხოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან, დღემდე, აღნიშნული კომპანიების მიერ საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმდა საქართველოს 1 087 მოქალაქე.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან შრომითი ემიგრანტების დამსაქმებელი ქვეყნები იყვნენ: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, არაბთა გაერთიანებული სამეფოები.