TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 19 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 19 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს” – გურამ მაჭარაშვილი

ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – [ჩხრეკისას] ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! [ბავშვის] რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ფონდების ხელმძღვანელებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფონდების ხელმძღვანელებმა თავად აღიარეს, რომ ისინი ძალადობრივ აქციებს აფინანსებდნენ და ბუნებრივია, „ჩხრეკაც მოხდება და კანონით გათვალისწინებული [სხვა] პროცესებიც“.

„ვინც იმას ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაცა რეპრესიები მიდის და ა.შ., უყუროს კომისიის სხდომებს. ნახავს, რა არის რეპრესიები, კანონის დარღვევა, ადამიანის უფლებების დარღვევა, სიცოცხლის მოსპობა, დაზიანება. რაც შეეხება ე.წ. ფონების დამფუძნებლებს – ამ ფონდების ხელმძღვანელებმა თავად აღიარეს, რომ დიახ, ისინი აფინანსებდნენ ძალადობრივ აქციებს. უწყებებს საჯაროდ აღიარებული ასეთი მტკიცებულებები აქვთ და რა თქმა უნდა, ჩხრეკაც მოხდება და კანონით გათვალისწინებული პროცესები. ვინმეს შეუვარდნენ და ფიზიკური ძალადობა იყო?! რა მოხდა?! ფიზიკური იძულება იყო?! [ბავშვის] რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც მაგრამ… დღეს მოუსმინეთ კომისიის სხდომას თქვენ?! სიმართლეს გაუსწორეთ თვალები. [წინა ხელისუფლების დროს] ადამიანებთან შედიოდნენ, აბსოლუტურად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და ფიზიკურ განადგურებაზე იყო საუბარი, ფსიქოლოგიურზე აღარ ვსაუბრობ. ეს ადამიანები, რასაც ჰყვებიან, იმასთან დაკავშირებით რეაქცია რატომ არ გაქვთ?! ელემენტარულად, რაღაცა ადამიანობა ხომ არსებობს?!,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

29 აპრილს, პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე ფონდების ხელმძღვანელი პირების – ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.

გაზიარება
წინა პოსტი

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყეს

შემდეგი პოსტი

1 თვის ამინდის პროგნოზი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'