TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! – მიხეილ სააკაშვილი

რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა.

„შექმნეს ე.წ. კომისია, დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო. არ გამოუვიდათ! ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ა.შ. აფრასიძეები გამოიყვანეს მსხვერპლებად. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, მთელი ქონება წაართვეს. გადაუარეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოში უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ აფრასიძეებზე ახლა იძახიან, რომ ისინი იყვნენ თურმე რეჟიმის უბედური მსხვერპლები. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები და ესენი რომ არ მოსულიყვნენ, ბევრად მეტი იქნებოდა. ამათ გააჩერეს სვანეთის გვირაბის პროექტი, თეთნულდის კურორტი…

ეს არის კონტრრევოლუცია და არა კომისია. კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების.

ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. ესენი არიან ამით დაკავებულები. ასეთი მტრები საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების განმავლობაში. რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ, ჩემს ადგილს ისტორიაში ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით! თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გამანადგუროთ და ამას ახორციელებთ კიდეც. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გენის გამოცვლას ვერ შეძლებთ. ეს კონტრრევოლუცია ჩაფლავდება!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო – თეა წულუკიანი

შემდეგი პოსტი

4 არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულია 40 წლამდე მამაკაცი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'