TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ასეთია ჩემი ქუთაისი – ბუდუ ზივზივაძე

ქუთაისის გახსენებისას ბევრი რამ ერთდროულად ცოცხლდება გონებაში. ეს ქალაქი, თავისი მდიდარი ისტორიით, ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში მკაფიოდაა შემონახული და წლებთან ერთად ბევრი მიზეზიც დაუგროვდა საამაყოდ – ფილმები, რომლებიც ქუთაისის ქუჩებში გადაღებულა, წიგნები თუ სიმღერები, რომლებიც აქ, ამ ქალაქის შთაგონებით შეიქმნა. ბევრი გამოჩენილი ადამიანის მშობლიური ქალაქი სწორედ ქუთაისი იყო. მათ შორისაა ბუდუ ზივზივაძეც – ფეხბურთელი, რომლის სახელიც ბოლო წლებში ყველა ქართველისთვის კარგად ნაცნობია.

ნამდვილად არ იქნება გასაკვირი იმის აღნიშვნა, რომ ბუდუსთვის ქუთაისში გატარებული ბავშვობა და პირველი მოგონებები, ისევ და ისევ ფეხბურთს უკავშირდება – საფეხბურთო სკოლასა და მოედნებს, სადაც პირველად აღმოაჩინა და შეუყვარდა  მომავალი პროფესია. ასევე, მამიდაშვილთან ერთად გატარებული დღეებს, რომელთან ერთადაც, როგორც თავად იხსენებს, ნებისმიერი მრგვალი ნივთით, რასაც სახლში თუ გარეთ იპოვიდნენ, ფეხბურთს თამაშობდნენ.

ამჟამად ბუდუ გერმანიაში ცხოვრობს და გერმანიის ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ჰაიდენჰაიმში” თამაშობს. თუმცა, კარიერა თავდაპირველად სწორედ ქუთაისის სკოლაში დაიწყო 8 წლის ასაკში. ბუდუს ქუთაისი, პირველ რიგში, მაინც ბავშობის მეგობრები და ოჯახია – ახლობელი ადამიანები, რომლებიც ისევ იქ ცხოვრობენ.

,,როგოც კი დასვენება მეწყება, მეორე დღესვე ვცდილობ, რომ თუ ფრენა ემთხვევა, პირველ რიგში ქუთაისში ჩავიდე. გერმანიაში ყოფნის დროს ძალიან მენატრება იქაურობა და მინდა, რომ დასვენების რამდენიმე დღე ოჯახთან, მეგობრებთან და იქაურ ხალხთან ერთად გავატარო – გავიხსენო ძველი მოგონებები, რომლებიც ყოველ ჩასვლაზე თავიდან ცოცხლდება.”

ბუდუს მეხსიერებაში შემონახული ქუთაისი ერთი დიდი ოჯახია, ურთიერთობები და სითბო, რაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აკავშირებთ. როგორც ბუდუ აღნიშნავს, ქუთაისის ხასიათს, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ხალხი ქმნის – სტუმართმოყვარე ადამიანები, რომლებსაც საკუთარი  ქალაქი ძალიან უყვართ და ეს ზრუნვა ყველაფერზე ეტყობათ.

,,თავიდან ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რომ არცერთ მეზობელს არ ვიცნობდი. ქუთაისში მეზობელს დაუკაკუნებლადაც კი შეუძლია შემოვიდეს სახლში, ოჯახის წევრებად აღვიქვამთ ერთმანეთს.”

ქუთაისი ბევრი საინტერესო ადგილით გამოირჩევა, თუმცა ბუდუსთვის ორი ადგილი მაინც განსაკუთრებულად ძვირფასია – მესხიშვილის თეატრი, რომელიც ქუთაისში მე-19 საუკუნეში აშენდა და ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია და  ბაგრატის ტაძარი, საიდანაც ქუთაისის ხედი ყველაზე იდეალურად მოჩანს.

რაც არ უნდა შორს იყოს ქვეყნიდან, ბუდუსთვის ქუთაისი მაინც ყველაზე ძვირფას ადგილად რჩება. ფიქრებში ყოველთვის უბრუნდება იმ მოგონებებსა და განსაკუთრებულ სითბოს, რასაც მხოლოდ მშობლიური ქალაქის მიმართ შეიძლება გრძნობდე.

,,გერმანიაში ავტოგრაფ-ბარათები გვაქვს, რომელსაც ჩემი დაბადების ადგილი – ქუთაისი აწერია. ყველა ჯერზე, როცა ამ ბარათს ვინმეს ვჩუქნი, მიხარია, რადგან ვიცი, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ამ ბარათს ნახავს, მინიმუმ დაინტერესდება მაინც ამ ქალაქით. ვიღაცებს სურვილიც კი გასჩენიათ თავიანთი შვებულება საქართველოში გაეტარებინათ, რაც ყველაზე მეტად მახარებს.”

(R)

 

გაზიარება
წინა პოსტი

გორში,საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

შემდეგი პოსტი

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა ” – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'